გაწევრიანების პროცედურები
არსებობს ასოციაციის წევრობის 2 ფორმა - სრული წევრი (1) და ასოცირებული წევრი (2).
სრული წევრი სრულფასოვნად სარგებლობს ასოციაციის წესდებით წევრისათვის მინიჭებული უფლებებით, ხოლო ასოცირებული წევრი სარგებლობს წევრის ყველა უფლება-მოვალეობით, გარდა ასოციაციის საბჭოში საარჩევნო ხმის (პასიური და აქტიური) უფლებისა, თუ საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ დადგინდა.
ასოციაციის წევრად მიღება მოხდება ასოციაციის წევრობის კანდიდატის წერილობითი განცხადების საფუძველზე. წერილობითი განცხადების ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ. განცხადების შევსებისას წევრობის მსურველმა უნდა მიუთითოს თუ წევრობის რომელი ფორმა სურს (სრული წევრობა თუ ასოცირებული წევრობა).
ასოციაციის წევრები (როგორც სრული, ასევე ასოცირებული) შეიძლება იყვნენ შემდეგი სუბიექტები: ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები, საბროკერო კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
ასოციაციის წევრს ასოციაციაში წარმოადგენს წარმომადგენლობის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირ(ებ)ი, რომელსაც/რომლებსაც გააჩნია(თ) გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
ასოციაციის წევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ასოციაციაში წევრის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის საბჭო. აპლიკანტი პირის შესაბამისობა ასოციაციის წესდებაში ან ასოციაციის მიერ მიღებულ სხვა დოკუმენტში მითითებულ პირობებთან არ ავალდებულებს ასოციაციის საბჭოს მიიღოს გადაწყვეტილება აპლიკანტის სრულ ან ასოცირებულ წევრად მიღების შესახებ. წევრად მიღების საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ასოციაციის საბჭო სარგებლობს სრული დისკრეციით და იგი არ არის ვალდებული დაასაბუთოს მისი გადაწყვეტილება აპლიკანტის სრულ ან ასოცირებულ წევრად მიღებაზე ან მიღებაზე უარის შესახებ.