23/10/2023 | ბლუმბერგის კორპორატიული ფინანსებისა და ხაზინის მართვის სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია

 

არ გამოტოვოთ შესაძლელობა მიიღოთ მონაწილეობა Bloomberg L.P.-ის კორპორატიული ფინანსებისა და ხაზინის მართვის სასწავლო კურსზე. ტრენინგები ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს კორპორატიული სექტორის წარმომადგენლების მიერ მომგებიანობის და ეფექტიანობის გაზრდისთვის აუცილებელი სტრატეგიების შესწავლას.

 

ტრენინგები საქართველოს ეროვნულ ბანკში, 8-9 ნოემბერს 10:00 - 16:00 შუალედში ტარდება. მონაწილეები შეისწავლიან ფინანსების ოპტიმიზაციის და ხაზინის მართვის ეფექტური სტრატეგიების საფუძვლებს. კურსი მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების მიმოხილვას, როგორიცაა: ფულადი ნაკადების პროგნოზირება, ლიკვიდობის მართვა, რისკების შეფასება და ეფექტური ჰეჯირება.

 

ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისხაზინის და რისკების მართვის თანამედროვე მეთოდების და პრინციპების შესწავლით თქვენროგორც კორპორატიულ ფინანსებზე პასუხისმგებელი პირიმიიღებთ ინფორმირებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებსოპტიმიზაციას გაუწევთ ფინანსურ ოპერაციებსშეამცირებთ რისკებს და გაზრდით თქვენი ორგანიზაციის მომგებიანობას.

 

ტრენინგისა და სპიკერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

 

დაინტერესების შემთხვევაშიგთხოვთგაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით 3 ნოემბრამდეგთხოვთ გაითვალისწინოთრომ ადგილები შეზღუდულია და დაკავშირება  მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება.

 

🔗 სარეგისტრაციო ფორმა: https://eur.cvent.me/RvqlE

🔗 ტრენინგის შესახებ ინფორმაცია: https://rb.gy/kgos4