საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია, საქართველოს ეროვნული ბანკის და კომპანია ბლუმბერგის მონაწილეობით, 2022 წლის 5 მაისს, ხუთშაბათს 16 საათზე ატარებს შეხვედრას თემაზე „სავალუტო რისკის მართვის საკითხები“. შეხვედრა ჩატარდება დისტანციურად.
შეხვედრაზე წარდგენილი იქნება სავალუტო რისკების მართვის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ბანკის და კომპანია ბლუმბერგის პრეზენტაცია, ასევე რამდენიმე წამყვანი ბანკი წარადგენს სავალუტო ჰეჯირების საკუთარ პროდუქტებს.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ კომპანია ბლუმბერგის https://www.bloomberg.com/event-registration/?sid=884984 ბმულის მეშვეობით 4 მაისის დღის ბოლომდე. რეგისტრაციის შედეგად მონაწილე მიიღებს დისტანციური შეხვედრის ბმულს.
შეხვედრის ენაა ქართული. ბლუმბერგის პრეზენტაცია წარმოდგენილი იქნება ინგლისურ ენაზე.