24/01/2025 | 2025 წლის 23 იანვარს ხელი მოეწერა ხაზინის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (Murex) პროექტის წინარე ხელშეკრულებას

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის და საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, 2025 წლის 23 იანვარს ხელი მოეწერა ხაზინის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (Murex) პროექტის წინარე ხელშეკრულებას. პროექტში მონაწილეობას იღებს 6 ადგილობრივი წამყვანი კომერციული ბანკი (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ტერა ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბანკი ქართუ), რომელთა მიზანია MUREX სისტემის ინოვაციური ფუნქციონალების გამოყენებით ხაზინის მართვის პროცესის გამარტივება.

 

Murex სისტემის დახმარებით გაიზრდება პროექტის მონაწილე ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტურობა, გამარტივდება რეალურ დროში რისკები ანალიზი ოპტიმიზირებული სავაჭრო სტრატეგიებისა და მეტად ეფექტური სახაზინო ოპერაციების მეშვეობით.  სისტემის ფუნქციონალი მონაწილე ბანკებს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ გამარტივებული პროცესებით და მიიღონ ინფორმირებული ფინანსურ გადაწყვეტილებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადშედეგადფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ ფინანსური რისკების უკეთესად მართვასთავიანთი სავაჭრო საქმიანობის ოპტიმიზაციას და საერთო ოპერაციული ეფექტურობის გაზრდას.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) უზრუნველყოფს სისტემის დასანერგად საჭირო ჰოსტინგის ინფრასტრუქტურარაც ხელს შეუწყობს სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სტაბილურუსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნას. გარდა ამისაეროვნული ბანკი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს სისტემის დანერგვისა და კონფიგურაციის პროცესს, რაც სისტემის შეუფერხებელი ინტეგრაციის და უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალური დაცვს გარანტია.

 

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია (GFMTA) კოორდინაციას უწევს მიმდინარე პროექტის წარმატებით დაგეგმვა-ორგანიზების პროცესს, ხელს უწყობს მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობას  და სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობასასოციაცია მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს  პროგრამაში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეშორის.

 

პროექტს სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს საერთაშორისო იურიდიული კომპანია, DLA Piper, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ყველა სახელშეკრულებო შეთანხმებას და უზრუნველყოფს პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან.

 

პროექტის შემდეგი ეტაპი მოიცავს სისტემის ინტერფეისის მორგებას მონაწილე ბანკების საოპერაციო საჭიროებებთანსისტემის გაშვების სრული მზადყოფნის უზრუნველსაყოფადმოხდება წინასწარი საპილოტე ტესტირება.

                                                             

ადგილობრივ საბანკო სექტორში საოპერაციო ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდით, Murex სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი ფინანსური ბაზრების სტაბილურობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტორთა ნდობის ამაღლებას და გრძელვადიანეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობას. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზარზე ადგილობრივი ბაზრის მიმზიდველობის ამაღლებას.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციიერთობლივი სამუშაოები ხაზინის ავტომატიზირებული სისტემის დანერგვის საკითხებზე აქტიურად 2020 წლიდან მიმდინარეობს. სამი საერთაშორისო ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიიდან შერჩეულ იქნა სწორედ MUREX, საუკეთესო ფასისა და ფუნქციონალობის გათვალისწინებით.

 

MX.3 პროგრამა დანერგილი აქვს 100 საერთაშორისო ბანკიდან 65-ს. პლატფორმას ყოველდღიურად 60,000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. კომპანია პარტნიორობს 300-ზე მეტ კლიენტთან, მათ შორის გლობალურ ბანკებთან, მარკეტ-მეიკერებთან, წამყვან მრავალრეგიონულ ბანკებთან, რეგიონალურ და ცენტრალურ ბანკებთან.