USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, IDFI –მ საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების შედეგები გამოაქვეყნა. შეფასება მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში. პროექტის განხორციელების პირველ წელს შესაფასებლად შეირჩა 8 კანონი, 8 კანონქვემდებარე აქტი ცენტრალურ დონეზე და 3 რეგულაცია მუნიციპალურ დონეზე.
აღნიშნული აქტებიდან, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია ჩართული იყო „სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძნების“ შემუშავებაში, როგორც საკანონმდებლო აქტების მომზადებაში ჩართული მხარე.
საჯარო და კერძო დიალოგის ხარისხი შეფასდა საკანონმდებლო აქტის შემუშავების ოთხ ეტაპზე:
IDFI –ს მიერ გამოვლენილი შედეგების მიხედვით, კანონქვემდებარე ნორმატიულმა აქტმა „სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი“ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო (2.44) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შორის.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
IDFI-ის "ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარიხსის შეფასების 2020-2021 წწ" ანგარიშის წარდგენას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.