25/05/2022 | საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ორგანიზებით სავალუტო რისკების ჰეჯირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომპანია ბლუმბერგის მონაწილეობით, 2022 წლის 5 მაისს გამართა შეხვედრა თემაზე „სავალუტო რისკის მართვის საკითხები“.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს კორპორატიული სექტორის წარმომადგენლები ასევე სავალუტო რისკის მართვის საკითხებით დაინტერესებული იმპორტიორი კომპანიები.

შეხვედრაზე წარდგენილი იყო სავალუტო რისკების მართვის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ბანკის და კომპანია ბლუმბერგის პრეზენტაცია, ასევე რამდენიმე წამყვანი ბანკის ხაზინების წარმომადგენლებმა წარადგინეს საკუთარი სავალუტო ჰეჯირების  პროდუქტები.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციის ჩანაწერი იხილეთ ქვემოთ:

 

სავალუტო ჰეჯირების ინსტრუმენტები ბლუმბერგის სისტემაში - იგორ ლევინი

 

სავალუტო რისკები მართვა - არჩილ მესტვირიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

 

სავალუტო რისკების მართვის ფინანსური პროდუქტები - პაატა მახარაძე, თიბისი ბანკი, სახაზინო სამსახური

 

სავალუტო რისკების მართვის ფინანსური პროდუქტები -კახა დავითაია, საქართველოს ბანკი, სახაზინო სამსახური

 

სავალუტო რისკების მართვის ფინანსური პროდუქტები - გიორგი მაქაცარია, ბაზისბანკი, სახაზინო სამსახური