საერთაშორისო იურიდიულ კომპანია White & Case LLP-თან თანამშრომლობით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით 20-25 სექტემბერს დერივატივებისა და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის შესახებ სასწავლო კურსის მეორე ეტაპი გაიმართა.
ტრენინგების სერია 6 სექტემბერს დერივატივებთან დაკავშირებული ზოგადი საბაზისო საკითხების განხილვით დაიწყო და მასში მონაწილეობას ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების, კორპორატიული სექტორის, იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანიების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები იღებენ.
სემინარებს დარგის გამოცდილი ექსპერტები Ian Cuillerier და Rick Grove უძღვებიან.
სასწავლო კურსის შედეგად მონაწილეები მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას დერივატივების ბაზრის, ISDA-ს ჩარჩო ხელშეკრულების სტრუქტურის და მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ, რაც მათ დერივატიული გარიგებების თავდაჯერებულად დადებასა და მათთან დაკავშირებული მოლაპარაკებების და რისკების ეფექტურ მართვაში დაეხმარება. ეს, თავის მხრივ, ძლიერ კონკურენტულ და რეგულირებად გარემოში ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მონაწილეებს ტრენინგებში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისთვის.
სასწავლო კურსის შემაჯამებელი ონლაინ სესია 23 ოქტომბრის კვირაში გაიმართება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ექსპერტებისგან დამატებით მიიღონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც ტრენინგების პირველი ორი ეტაპის შემდგომ გაუჩნდათ.