საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია (GFMTA) მოხარულია გამოაცხადოს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ დაფინანსებული White & Case-ის დერივატივების და ISDA-ს დოკუმენტაციის ტრენინგი.
თუ ხართ კორპორატიულ ფინანსებზე პასუხისგმებელი პირი და გსურთ სავალუტო და საპროცენტო რისკების უკეთ მართვა, ეს ტრენინგები სწორედ თქვენთვისაა.
ტრენინგი მიმართულია ბაზრის სტრუქტურის და დერივატივების ტიპების, მათ შორის სვოპების, ოფციონების და ფიუჩერსების, რისკების & ფასების მართვის და მარეგულირებელი ჩარჩოს სიღრმისეულ შესწავლაზე.
ტრენინგები სასარგებლო იქნება, როგორც ფინანსების სფეროს გამოცდილი პროფესიონალებისთვის, ისე მათთვის, ვინც კომპანიის ფინანსების მართვის სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს.
ტრენინგი 6 სექტემბერს სამი ონლაინ შეხვედრით დაიწყება და, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ კურსის მეორე ეტაპს, რომელიც 20 – 26 სექტემბერს 5 სამიზნე ჯგუფისთვის ინდივიდუალურად გაიმართება. სასწავლო კურსის დამამთავრებელი ეტაპი ონლაინ შეხვედრით 23 ოქტომბერს ჩატარდება.
ტრენინგებს დარგის გამორჩეული ექსპერტები Ian Cuillerier და Rick Grove გაუძღვებიან.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ secretary@gfmta.ge-ზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.