საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის და საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით 8 და 9 ნოემბერს ბლუმბერგის კორპორატიული ფინანსებისა და ხაზინის მართვის სასწავლო კურსი გაიმართა.
პროექტის მიზანია კორპორაციების მიერ რისკების ჰეჯირების ეფექტური სტრატეგიების შესწავლა და, მათი დანერგვით, ბიზნეს სექტორის მომგებიანობის ამაღლება.
სასწავლო კურსს ფინანსური რისკების სერტიფიცირებული ანალიტიკოსი და მენეჯერი Michael Wong უძღვებოდა. ტრენინგებში მონაწილეობა წამყვანი ადგილობრივი კორპორაციების 40-მდე წარმომადგენელმა მიიღო.