GE / EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    ისტორია ასოციაციის მისია ასოციაციის მიზანი ასოციაციის სტრუქტურა დოკუმენტები
  • სიახლეები
  • წევრები
    წევრების სია გაწევრიანების პროცედურები
  • FX კოდექსი
    რა არის FX კოდექსი? ვინ ხელმძღვანელობს FX გლობალური კოდექსით
  • განათლება
  • კონტაქტი
GE / EN

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    ისტორია ასოციაციის მისია ასოციაციის მიზანი ასოციაციის სტრუქტურა დოკუმენტები
  • სიახლეები
  • წევრები
    წევრების სია გაწევრიანების პროცედურები
  • FX კოდექსი
    რა არის FX კოდექსი? ვინ ხელმძღვანელობს FX გლობალური კოდექსით
  • განათლება
  • კონტაქტი

2025 წლის 23 იანვარს ხელი მოეწერა ხაზინის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (Murex) პროექტის წინარე ხელშეკრულებას

პროექტში მონაწილეობას იღებს 6 ადგილობრივი წამყვანი კომერციული ბანკი (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, 

ბაზისბანკი, ტერა ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბანკი ქართუ), რომელთა მიზანია MUREX სისტემის ინოვაციური ფუნქციონალების გამოყენებით ხაზინის მართვის პროცესის გამარტივება.

14 მარტს საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ უმასპინძლა სავალუტო დილინგის პრაქტიკული კურსის დახურვის ღონისძიებას

ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და USAID-ის კერძო სექტორის განვითარების უფროსმა მრჩეველმა, დავით წიკლაურმა გახსნეს.  ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წამყვანი კომერციული ბანკების, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

 

8 - 9 ნოემბერს ბლუმბერგის კორპორატიული ფინანსებისა და ხაზინის მართვის სასწავლო კურსი გაიმართა

პროექტის მიზანია კორპორაციების მიერ რისკების ჰეჯირების ეფექტური სტრატეგიების შესწავლა, და, მათი დანერგვით ბიზნეს სექტორის მომგებიანობის ამაღლება. კურსს ფინანსური რისკების სერტიფიცირებული ანალიტიკოსი და მენეჯერი Michael Wong უძღვებოდა.

ბლუმბერგის კორპორატიული ფინანსებისა და ხაზინის მართვის სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია

ტრენინგები  საქართველოს ეროვნულ ბანკში, 8-9 ნოემბერს 10:00-16:00 შუალედში ჩატარდება. მონაწილეები შეისწავლიან ფინანსების ოპტიმიზაციის და ხაზინის მართვის ეფექტური სტრატეგიების საფუძვლებს. ტრენინგი მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების მიმოხილვას, როგორიცაა: ფულადი ნაკადების პროგნოზირება, 

ლიკვიდობის მართვა, რისკების შეფასება დაეფექტური ჰეჯირება.

დერივატივებისა და ISDA-ს დოკუმენტაციის ტრენინგების მეორე ეტაპი 20 - 25 სექტემბერს გაიმართა

კურსის შედეგად მონაწილეები მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას დერივატივების ბაზრის, ISDA-ს ჩარჩო ხელშეკრულების სტრუქტურის და მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ, რაც მათ დერივატიული გარიგებების თავდაჯერებულად დადებასა და მათთან დაკავშირებული მოლაპარაკებების და რისკების ეფექტურ მართვაში დაეხმარება. ეს, თავის მხრივ, ძლიერკონკურენტულ და რეგულირებად გარემოში ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

White & Case-ის დერივატივებისა და ISDA-ს დოკუმენტაციის ტრენინგზე სარეგისტრაციო განაცხადების მიღება დაიწყო

თუ ხართ კორპორატიულ ფინანსებზე პასუხისმგებელი პირი და გსურთ სავალუტო და საპროცენტო რისკების უკეთ მართვა, ეს ტრენინგები სწორედ თქვენთვისაა. ტრენინგი მიმართულია ბაზრის სტრუქტურის და დერივატივების ტიპების, მათ შორის სვოპების, ოფციონების და ფიუჩერსების, რისკების & ფასების მართვის და მარეგულირებელი ჩარჩოს სიღრმისეულ შესწავლაზე.

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ ორგანიზაციული განვითარების უზრუნველყოფისთვის თანამშრომლობა შვეიცარიელ კონსულტანტებთან დაიწყო

აღნიშნული თანამშრომლობა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურის და მმართველობის პროცესის გაუმჯობესებას, წევრთა რაოდენობის გაფართოებას და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის მორიგი სხდომა 2023 წლის 6 ივნისს გაიმართა

წევრებმა განიხილეს საპროცენტო განაკვეთის რისკების მართვის ინსტრუმენტების ბაზრის განვითარების საკითხები.

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციას და ტექნოლოგიურ კომპანია Murex-ს შორის სამუშაო შეხვედრების სერია საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა

ღონისძიების მთავარ მიზნებს წარმოადგენდა ერთობლივ პროექტში მონაწილე მხარეთა როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა, ორგანიზაციული სტრუქტურის მიმოხილვა და დაინტერესებულ მხარეებსა და Murex-ს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება.

გლობალურმა სავალუტო კომიტეტმა მომდევნო 2 წლის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაო პროგრამა დაამტკიცა

გლობალური სავალუტო კომიტეტის მიმდინარე წლის შეხვედრა, ვირტუალური მონაწილეობის შესაძლებლობით, 27-28 ივნისს ციურიხში გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, კომიტეტის წევრების უმრავლესობა პირველად შეხვდა ერთმანეთს ფიზიკურად.

საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების (IDFI-ს შეფასება) მიხედვით „სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესმა“ უმაღლესი შეფასება მიიღო

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, IDFI –მ საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების შედეგები გამოაქვეყნა. შეფასება მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში. პროექტის განხორციელების პირველ წელს შესაფასებლად შეირჩა 8 კანონი, 8 კანონქვემდებარე აქტი ცენტრალურ დონეზე და 3 რეგულაცია მუნიციპალურ დონეზე.

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ორგანიზებით სავალუტო რისკების ჰეჯირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომპანია ბლუმბერგის მონაწილეობით, 2022 წლის 5 მაისს გამართა შეხვედრა თემაზე „სავალუტო რისკის მართვის საკითხები“.

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია აწყობს ფინანსური ბაზრების მონაწილეთა შეხვედრას სავალუტო რისკის მართვის საკითხებზე

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია, საქართველოს ეროვნული ბანკის და კომპანია ბლუმბერგის მონაწილეობით, 2022 წლის 5 მაისს, ხუთშაბათს 16 საათზე ატარებს შეხვედრას. შეხვედრაზე განხილული იქნება  „სავალუტო რისკის მართვის საკითხები“. 

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ დერივატივების ჩარჩო ხელშეკრულება და საკრედიტო უზრუნველყოფის დანართი შეიმუშავა

ასოციაციის მიერ შემუშავებული ჩარჩო ხელშეკრულების დოკუმენტაცია, საშუალებას იძლევა, ფინასურ ბაზრებზე მოქმედ მხარეებს შორის დერივატიული გარიგებები დაიდოს სწრაფად, იურიდიული რისკების გარეშე და მინიმალური დანახარჯებით.

 

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ სავალუტო გარიგების მომსახურების წესებისა და პირობების შესახებ ჩარჩო დოკუმენტი შეიმუშავა

სავალუტო წესების და პირობების ჩარჩო დოკუმენტი სარეკომენტდაციო ხასიათს ატარებს და ბაზრის მონაწილეებს დაეხმარება საკუთარი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებასა და გამართვაში

ეროვნული ბანკის რეფორმა სავალუტო ბაზრისა და ბლუმბერგის B-Match სისტემის-ის შესახებ

გლობალური სავალუტო კოდექსის პრაქტიკაში დანერგვის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, აქსიომ გლობალის ექსპერტების მხარდაჭერითა და ბაზრის მონაწილეთ უშუალო ჩართულობით, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და შეიმუშავა ახალი წესი, რომელიც სრულად ეყრდნობა კოდექსის ძირითად პრინციპებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურად აღიარებს სავალუტო ბაზრის გლობალური კოდექსის პრინციპებს

აღნიშნული კოდექსი აწესებს საერთაშორისო მასშტაბით სავალუტო ბაზარზე ერთიანი წესებსა და ქცევის პრინციპებს. მისი მიზანია ბაზარი გახადოს უფრო გამჭვირვალე, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის დაამყაროს სამართლიანი ქცევის ნორმები, ფინანსური ინსტიტუტების შიგნით განსაზღვროს ის მინიმალური მოთხოვნები ორგანიზაციული სტრუქტურის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს მათ საქმიანობას საუკეთესო

საფინანსო ბაზრის მონაწილეებმა, ეროვნულ ბანკთან ერთად, ხაზინების პროფესიული ასოციაციას შექმნეს

საფინანსო ბაზრის განვითარებისათვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახაზინო სამსახურებმა ფინანსური ბაზრების ხაზინების პროფესიული ასოციაცია დააფუძნეს, რომლის მთავარი მიზანი მონაწილეთა პროფესიული ცოდნის გაღრმავება და სახაზინო ბაზრების შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა იქნება.

კონტაქტი